SCADA for Tele - Management - Semper Ltd Official Website (Geo)

Go to content

Main menu:

SCADA for Tele - Management

 
თბილისის მეტროპოლიტენის ელექტრომომარაგების SCADA სისტემა.

 
მსოფლიო ბანკის დაფინანსების დახმარებით სისტემურ ინტეგრატორ SEMPER - ის მიერ საქართველოში (სამხრეთ კავკასია) განახლებულ იქნა თბილისის მეტროპოლიტენის ელექტრომომარაგების ქსელი ჩვეულებრივი ხელის მართვის სისტემიდან ავტომატური მართვის სისტემამდე General Electric-IP - ის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფა CIMPLICITY- და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) საშუალებით. ამან საგრძნობლად გაზარდა არა მარტო მწარმოებლობა, არამედ შეამცირა საექსპლუატაციო ხარჯები.

 
 
ქვესადგურები.

 
 
  • მეტროპოლიტენის ელეტრომომარაგების სისტემა მოიცავს სამი სხვდასხვა ტიპის ქვესადგურებს:
  • ქვესადგურები, რომლებთაც  825 მიეწოდებათ  პირდაპირ მთავარი საკონტაქტო რელსიდან;
  • ქვესადგურები, რომლებთაც აქვთ დამწევი ტრანსფორმატორები, რომლითაც იკვებება სხვა ინფრასტუქტურა, როგორიცაა: განათება, ვენტილაცია და ტუმბოები. ესენი იკვებებიან 380, 220, 110;
  • ქვესადგურები, რომლებიც მოიცავენ ამ ორი ტიპის კომბინაციას.

      თავდაპირველად, პერსონალი ყოველ ქვესადგურში მუშაობდა  მთლიანი დღე-ღამის განმავლობაში და ხელით რთავდნენ და თიშავდნენ ერთეულებს ცენტრალური სადისპეჩეროდან ტელეფონით შეტყობინებისას. ისინი შემდეგ საპასუხო სატელეფონო ზარით პასუხობდნენ თავიანთი მოქმედების სესახებ. ახლა ყველა, 26 -ვე ქვესადგური იმართება ავტომატურად ცენტრალური დატვირთვის სადისპეჩეროდან (LDC). ქვესადგურებს შორის მანძილი არის ტიპიურად 800-დან 1900-მდე, ხოლო ყველაზე დაშორებულ ქვესადგურამდე დაახლოებით 20კმ.
 
 
 
 
 
     მართვის სისტემა
 
      მართვის ავტომატიზირებულ სისტემას აქვს ორი დონის სტრუქტურა. LDC დაკავშირებულია 90-30 ტიპის PLC - თან ყოველ ქვესადგურში  ზედა დონით. ყოველი 90-30 PLC ქვესადგურებში მართავს  მოწყობილობებს ქვედა დონით, ზედა დონიდან მიღებულ ბრძანებებზე დაყრდნობით და აწვდის მონაცემებს უკან დატვირთვის სადისპეჩერო ცენტრს.
 
      მართვის სისტემა დაყრდნობილია 3 პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ სამბრძანებლო სადგურში, დატვირტვის სადისპეჩერო ცენტრში. ორი ამ კომპიუტერტაგან გამოყენებულია ოპერატორების მიერ, რომლებიც ადევნებენ თვალყურს ქსელის ოპერირებას, ხოლო მესამე მუშაობს როგორც ძირითადი სრვერი. ამ PC -ში გაშვებულია CIMPLICITY. მთავარი სერვერი კონტროლს და მონიტორინგს უწევს 35000-მდე მონაცემთა წერტილს SCADA ქსელში. ის იძლევა განგაშის შეტყობინებებს, თუ მონაცემები, რომლებიც მიიღო ქვესადგურებიდან არის დასაშვებ ზღვრებს მიღმა, ის ინახავს არქივში მონაცემებს და ოპერატორების მოქმედებებს და ისინი უყრებენ სისტემის დიაგრამებს.
 
      ოპერატორები სხედან CIMPLICITY Viewer ქვესადგურებთან, რომლებიდანაც შესაძლებელია სერვერში მონაცემების გაგზავნა და მიღება მონაცემებისა სერვერიდან. მათ აქვთ წვდომა ძირითად ბაზასთან, რომ მოარგონ პარამეტრები თუ საჭიროა, ისინი ნახულობენ და პასუხობენ განგაშის სიგნალებს. მათ ასევე შეუძლიათ  დაათვალიერონ ისტორიული მონაცემები. 26 ქვესადგურიდან ნებისმიერის გამოძახება შეიძლება, როგორც ცალკე ეკრანის. ქვესადგურის ელექტრული წრედების ნაწილებზე ან მოწყობოლობების მონაკვეთებზე მაუსის დაწკაპუნებით შესაძლებელია უფრო დაწვრილებითი მონაცემების ნახვა შესაბამისი დენების გაზომვებით.
 
      GE-IP  90-30 PLC - ები ქვესადგურებში დაპროგრამებულ იქნა General Electric-IP - ის პროგრამულ უზრუნველყოფით Versa Pro. კონტროლერები ლოკალურ დონეზე ამუშავებენ ცენტრალური სადისპეჩეროდან მიღებულ და მისთვის გადასაცემ მონაცემებს. დაშორებული ქვესადგურების მართვა და მონიტორინგი ხდება 90-30 PLC - ებით, რომლებიც გამოყოფილი სატელეფონო ხაზით უკავშირდებიან ცენტრალური სადისპეჩეროს ორ 90-30 PLC - , რომლებზეც მორგეულია მოდემები, რაც წარმოადგენს სტანდარტულ დამატებით ფუნქციას და GE SNP-X პროტოკოლის გამოყენებით გადასცემენ მონაცემებს.
 
     
 
 
დადებითი შედეგები.

 
 
როდესაც სისტემა შევიდა ექსპლუატაციაში, რეალიზებულ იქნა მოლოდინები. General Electric-IP - ის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის არჩევამ მეტროპოლიტენს მოუტანა ელექტრომომარაგების ქსელის  მეტი საიმედოობა. მთლიანი სისტემის მონაცემების ხელმისაწვდომობამ ცენტრალური დისპეჩერისათვის უფრო მოქნილი გახადა სისტემის კონტროლი. სისტემის საგრძნობლად გაიზარდილმა ეფექტურობამ და ცენტრალიზებულმა მართვამ მიგვიყვანა თანხების ეკონომიამდე რომელიც იხარჯებოდა სისტემის ექსპლუატაციისათვის წლიდა-წლამდე.

 
 
სისტემის პროექტი  პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ განახლების თავსებადია. ადვილად შესაძლებელია მართვის სისტემის გაფართოება ახალი აპარატურული უზრუნველყოფის გამოყენებით სისტემის ქსელის ყოველგვარი რეკონსტრუქციის გარეშე.
 
Back to content | Back to main menu